საფასო პოლიტიკა დიზელ გენერატორებზე

Posted by   Global Energy
04/11/2013
0
საფასო პოლიტიკა დიზელ გენერატორებზე

ფასი თუ ხარისხი?

ან როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი?

დიზელ გენერატორებმა მრავალწლიანი პრაქტიკის შედეგად დაადასტურა თავისი სანდოობა, ეფექტურობა და მომსახურეობის მარტივი პირობები ყველაზე რთულ კლიმატურ და არასასიამოვნო პირობებშიც. დიზელ გენერატორები რომლის ფასები მიუხედავად ბრენდებისა, სიმძლავრეებისა და ფასში განსხვავებებისა, წარმატებით ინერგება მთელს მსოფლიოში მრავალი წლის განმავლობაში. მათ შორის, ყველაზე მყინვარე, ნოტიო ჰავის პირობები და ყველაზე ცხელ, უდაბნო პირობებში.

პოტენციური მყიდველი , რომელსაც გააჩნია დიზელ გენერატორის შეძენის სურვილი და ინტერესი, დგება დილემის წინაშე, ვინაიდან მისი გამოკითხვის შედეგად, კომპანიები სთავაზობენ ერთიდაიგივე სიმძლავრეზე განსხვავებულ ფასებს და პირობებს. როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი?

უპირველეს ყოვლისა, მყიდველმა უნდა გაითვალისწინოს აგერგატის მაკომპლექტებელი ნაწილების ბრენდი და წარმოშობა, უსაფრთხოების და ეკოლოგიის საერთაშორისო ნორმები, ტექნიკური მომსახურე კადრის კვალიფიკაცია, მომსახურეობის სანდოობა და რენტაბელობა, აგრეთვე მათზე დაწესებული საგარანტიო პირობები.

რა განაპირობებს დიზელ გენერატორებზე განსხვავებულ ფასებს?

უპირველეს ყოვლისა, როგორც უკვე აღინიშნა, გენერატორი ფასები დამოკიდებულია არამხოლოდ სავაჭრო ნიშანზე, არამედ მაკომპლექტებელ ნაწილებზე. მსოფლიოში მომძლავრებული კონკურენციის ფონზე, მწარმოებლები ცდილობენ გაზარდონ ბიზნესის რენტაბელობა და წვდომა საერთშორისო ბაზარზე და იყვნენ კონკურენტულები. რის გამოც, მრავალი ევროპული მწარმოებლის ბრენდი ან მაკომპლექტებელი ნაწილები იწარმოება აზიურ ქვეყნებში, მაგ: ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ტაივანში, ინდოეთში და სხვა ქვეყნებში.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ევროპულ და აზიურ მწარმოებელს გააჩნია დიდი არჩევანი და ისინი იყენებენ ხშირ შემთხვევაში ერთიდაიგივე ბრენდებს და მაკომპლექტებელ ნაწილებს, სხვაობა მათი ბრენდების ხარისხს შორის ერთმნიშვნელოვნად განსხვავდება.

მიაქციეთ ყურადღება!

დიზელ გენერატორის მწარმოებლის კვალიფიკაციას და სანდოობას

საერთაშორისო ბაზარზე ღია წვდომას და მაღალი ხარისხის და სწრაფი რეაგირების მომსახურეობას

სათადარიგო ნაწილების ბრენდებს და წარმოშობას; მაგ; Deutz ძრავი არის ორიგინალი თუ ჩინური ანალოგი?

ძრავზე გავრცელებული საერთაშორისო გარანტიის ვადებს და პირობებს

აგრეთვე, ალტერნატორის წარმოშობას, ხარისხს და გარანტიებს

საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების სერთიფიცირების ნორმებს და დოკუმენტების ვალიდურობას

კორპუსის შესრულების ხარისხს და იზოლაციის ნორმებს

ელექტროობის და ელექტრონიკის ნორმებს და ხარისხს

აგრეგატის გამონაბოლქვის სტანდარტებს, სერთიფიცირებას და მაყუჩის ხარისხს

და წარმომადგენლის სანდოობას და კვალიფიკაციას ტექნიკურ მომსახურეობაში

ყველა მოცემული პარამეტრის გათვალისწინებით, თვალსაჩინოა, რომ განსხვავებულ ფასებს განაპირობებს ხარისხი და სანდოობა, როგორც მწარმოებლის, აგრეთვე მაკომპლექტებელი ნაწილების!

ვინ უფრო სანდოა? ევროპული მწარმოებელი რომელიც აწარმოებს აგრეგატს ან მაკომპლექტებელ ნაწილებს საკუთარ ქარხანაში, რომელიც განთავსებულია აზიის ქვეყნებში თუ აზიური კომპანია..? რომლის საწარმოს აგრეთვე განთავსებულია აზიის ქვეყნებში. ჩვენი გამოცდილებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპული კომპანიის კვალიფიკაცია, სანდოობა და პასუხისმგებლობა ბევრად სანდოა, სადაც არ უნდა აწარმოებდეს იგი თავის პროდუქციას თუ ნაწილებს.

უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება მნიშვნელოვანია ყველა ელექტროობასთან და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ პროდუქციაზე და მით უფრო ელექტრო გენერატორებზე. არაერთი ფაქტი დაფიქსირებულა, დაბალი ხარისხის დიზელის აგრეგატებზე, როდესაც სახიფადოდ გამოსულან მწყობრიდან საზოგადოებრივ ადგილებზე, გამოუწვევია აფეთქება და საფრთხე შეუქმნია გარემოსთვის, ადამიანებისათვის და ადვილად აალებად მასალებისათვის.

ყურადღება გავამახვილეთ აგრეთვე ბუნდოვანი "მწარმოებლების" სერთიფიცირების ნორმებზე და მათი მიერ წარმოდგენილ სერთიფიცირების დოკუმენტების ვალიდურობაზე. სამწუხაროდ ასეც ხდება, როდესაც "ცეხებში" განთავსებული საწარმო ობიექტები იძლევიან მკაცრი ნორმების საერთაშორისო და ევროპულ სერთიფიკატებს, რაც სინამდვილეში შეუზლებელია სიმართლეს ასახავდეს, რამეთუ..რა ძალა და აზრი აქვს სერთიფიცირების ნორმებს, თუ იგი ყველა დონის მწარმოებელს შეუძლია მიიღოს? მოერიდეთ ფოტოშოპში მოხატულ სერთიფიკატებს. მყიდველს ყოველთვის შეუძლია გადაამოწმოს დოკუმენტების ვალიდურობა თუ ცდილობს პირდაპირ შესყიდვას და მიმართოს სერთიფიკატის გამცემ ორგანიზაციას, სავაჭრო პალატას და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლებიც დაგეხმარებიან ჭეშმარიტების დადგენაში!

ყოვლად გასაგებია, როდესაც პიროვნებას თუ ბიუჯეტს გააჩნია შეზღუდული შესაძლებლობები და ვერ წვდება მაღალი ხარისხის დიზელ გენერატორის შეძენას, და სურვილის მიუხედავად იძულებულია მიმართოს ბიუჯეტურ ვერსიას. ამავე დროს სამწუხაროა, როდესაც ფინანსურად ძლიერი კომპანიები აკეთებენ არჩევანს ბიუჯეტურ აგერგატებზე, ვინაიდან არსებობს ვალდებულება და სტანდარტები ხარისხზე და უსაფრთხოების ნორმებზე, რომელიც უნდა იყოს დაცული, მით უმეტეს ძლიერებისა ამა ქვეყნისაგან.

საზოგადოებაში სტერეოტიპული და ტექნოლოგიების მარტივი აღქმა ელექტრო გენერაციის სისტემებზე, რომლის დასახელებაც იყო გავრცელებული როგორც "დვიჟოკი" დამსხვრეულია მრავალწლიანი და ყოველდრიური მუშაობის შედეგად. ჩვენი კომპანია იყო პირველი, ვინც დაიწყო მაღალ დონეზე და სტანდარტებით გენერატორების დანერგვა საქართველოში და ღია ბაზრის ნაცვლად, განათავსა A კლასის შოუ რუმში, სერთიფიცირებული და კვალიფიცირებული სპეციალისტების მომსახურეობით. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო არა ანტურაჟის შექმნა, არამედ საქმის სანდოდ, ხარისხიანად და თანამედროვედ კეთება. რომლის განმტკიცებისათვის, დიდი შრომა და ინვესტიციები გვაქვს ჩადებული და შედეგად, ჩვენ გვანდობენ არა მხოლოდ ჩვენი ბრენდების მიწოდებას და მომსახურეობას, არამედ კონკურენტი კომპანიების მიერ გაყიდულ პროდუქციას მნიშვნელოვან ობიექტებზე.

ბოლო წლებში განვითარებულმა საერთაშორისო ეკონომიკურმა და ლოკალურმა კრიზისმა, გამოიწვია ის, რომ მომხმარებლები თხოულობენ აგრეგატს ძირითადად ფასის მიხედვით და არ აქცევენ ყურადღებას ხარიხს და უსაფრთოების ნორმებს. ჩვენს არსენალში მოიძიება ყველა ტიპის დიზელ გენერატორი, მაგრამ, ყოველთვის უმახვილებთ კლიენტს ყურადღებას ხარისხზე და სანდოობაზე. მწარმოებლები ვისთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ მრავალი წლის განმავლობაში, წარმოადგენენ მსოფლიოში მაღალი სანდოობის და რეპუტაციის მქონე კომპანიებს. ჩვენ ვეცნობით მათ ტექნოლოგიებს და ხარიხს და გავდივართ სერთიფიცირებას, მწარმოებლები უზრუნველყოფენ ჩვენს კომპანიას ყველა საჭირო ტექნიკური, იურიდიული და მარკეტინგული მასალებით.

ეს არის დროის, ენერგიის და ფინანსური დანახარჯების დიდი მოცულობა! რასაც ჩვენ სიამოვნებით ვახორციელებთ 2002 წლიდან და ვზრდით როგორც ბრენდების და ტექნოლოგიების ასორტიმენტს, აგრეთვე კვალიფიკაციას აღმასრულებელი და ტექნიკურ მენეჯმენტში.

მშნივნელოვანია არა მხოლოდ მწარმოებლის პროდუქციის და მომსახურეობის ხარისხი, არემედ რეგიონალური წარმომადგენლის! პირდაპირი შესყიდვების შედეგად არაერთი მყიდველი გამხდარა მხვერპლი, როდესაც განუხორციელებია ტრანზაქცია დაბალი სანდოობის "ფირმაში" და არ მიუღია სანაცვლოდ შეძენილი პროდუქცია ან დაპირებული მაღალი ხარიხის მომსახურეობა და საგარანტიო პირობების შესრულება!

საქართველოში მრავალი გამოცდილი და სანდო კომპანია ახორციელებს ელექტრო გენერაციის სისტემების მიწოდებას და მომსახურეობას, რომელთაც შეგიძლიათ ენდოთ და მიმართოთ შეძენაზე თუ მომსახურეობაზე!

აგრეთვე, მყიდველებს შეუძლიათ მიმართონ სხვა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებს, მიზნობრიობიდან და იურიდიული სტატუსიდან გამომდინარე და შეიძინონ ხარისხიანი აგრეგატი ბანკის, სადაზღვევო კომპანიის, სალიზინგო კომპანიის მეშვეობით და ზოგ შემთხვევებში შიდა განვადებითაც კი.

რაც მთვარია, მოგვმართეთ და მიიღეთ ოპტიმალური წინადადება და პირობები, ჩვენ რეალურად ყოველთვის ვცდილობთ საუკეთესო წინადადების შეთავაზებას და ლოალურ ფასზე და გადახდის პირობებზე.

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სტატიაში აღწერილი საკითხები, თვალი ადევნეთ ჩვენს ბლოგს და მიიღეთ სანდო ინფორმაცია პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე ყველა მნიშვენლოვან საკითხზე!

დიდი მადლობა ყურადღებისათვის!

გისურვებთ წარმატებას!

გააკეთეთ სწორი არჩევანი!

კომპანია გლობალ ენერჯის ადმინისტრაცია

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

შეტყობინების დატოვება

რას ამბობენ კლიენტები