დიზელ გენერატორების მონტაჟი და მისი მნიშვნელობა?

Posted by   Global Energy
09/15/2005
0
დიზელ გენერატორების მონტაჟი

ანუ რა მნიშვენლობა აქვს გენერატორის კვალიფიციურ სამონტაჟო შესრულებას?

დიზელ გენერატორის ხანგრძლივი და უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალური სამონტაჟო მომსახურეობის განხორციელება. გენერატორის მონტაჟის ხარისხზე დამოკიდებულია არა მხოლოდ მომსახურე პერსონალის უსაფრთხოება, არამედ აგრეგატის მოტო რესურსი და გენერატორის მიერ ყოველი გამომუშავებული გენერირებული კილოვატი.

ნებისმიერი ელექტრო ეგნერატორის მონტაჟისას აუციელებელია ექსპლუატაციის ობიექტის მდებარეობის, სახეობის და შენობის სწორად შერჩევა. დიზელ გენერატორის გარე პირობებში მონტაჟისას, გათვალისწინებული უნდა იყოს აგრეგატის იზოლაციის პირობები, რათა გარე პირებმა არ ჩაიდინოთ ვანდალური აქტი და არ მიაყენონ გენერატორს ზიანი ელექტროობაზე თუ ძრავზე. ამ შემთხვევაში შესაძლებელია სპეციალური ბარიერების შექმნა ობიექტზე და გენერატორის დაზღვევა გარე პოტანციური საფრთეებისგან.

იმ შემთხვევაში თუ გენერატორის მონტაჟი ხდება შენობაში, აუცილებელია რიგი ნორმატიული მოთხოვნების დამკაყოფილება, როგორც სტანდარტული, აგრეთვე სპეც.ნორმატივები სპეც.ობიექტებზე.

შენობის შიდა მოცულობა უნდა იყოს საკმარისად დიდი და ტევადი სადაც დაგეგმილია აგრეგატის განთავსება.

შენობის მოცულობა დიდ წილად დამოკიდებულია ძრავის სიმძლავრეზე. უნდა იყოს გათვალისწინებული გარემო სივრცე მონტაჟის წვდომისა და განხორციელებისათვის და აგრეგატის შემდგომი მომსახურეობისათვის.

აგრეთვე გასათვალისწინებელია, ძაბვის ქვეშ ელექტრო სადენების გამავალი მანძილი, უსაფრთხოების ნორმატივების შესაბამისად. შენობა, სადაც ხორციელდება გენეარტორის მონტაჟი, უნდა იყოს აღჭურვილი სავენტილაციო და გათბობის სისტემებით, ავარიული განათებით და ხანძარ საწინაარმდეგო სისტემებით ან ბალონით.

ვინაიდან ელექტრო გენერატორი შედგება ძრავისა და ალტერნატორისგან, რომლებიც ბრუნავებ მაღალ სიხშირეზე და გააჩნიათ იშვიათი დატვირთვა, საკმაოდ ხშირად გენერატორის ექპლუატაციის დროს წარმოიშვება მძლავრი ვიბრაციები.

შენობის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, რათა თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი ვიბრაციების შედეგად შენობის მსხვრევა და ბზარების წარმოშობა, ელექტრო აგრეგატის მონტაჟი უნდა მოხდეს მყარ ფუნდამენტზე, შენობის იზოლირებული კონსტრუქციის ელემენტებისგან.

სწორად დამონტაჟებული ჰაერის ჟალუზები, გამონაბოლქვის მილები, საწვავის ავზი და გაზის სადენები უნდა უზრუნვეყოფდნენ საწვავი-ჰაერის ნარევების ოპტიმალურ წარმოქმნას და ამავდროულად უსაფრთხოების ნორმების დაცვას მომსახურე პერსონალის მიმართ გამონაბოლქვის გაზებით მოწამვლისგან, ატმოსფეროს მინიმალურ დაბინძურებას და მავნე ნივთიერებების გავრცელებას და ხმაურის დაბალ დონეს.

ელექტრო გენერატორის მონტაჟის დროს დაშვებული მინიმალური შეცდომების კი ზრდის საფრთხეს; არასწორად შერჩეული ჩობალის, გადაკვეთების, არაიზოლირებული კონტაქტორების წარმოშობს ხმაურის დონის ზრდას, გამონაბოლქვი გაზების მატებას და გაჟონვას, ჰაერი-საწვავის ბალანსის დარღვევას.

ხარისხიანი და სანდო სამონტაჟო მომსახურეობის განხორციელება შეუძლიათ მხოლოდ კვალიფიციურ და გამოცდილ ტექნიკურ პერსონალს. ყველაზე დაბალი სიმძლავრის აგრეგატის დროსაც კი აუცილებელია უზრუნველყოფა გამანაწილებელი მოწყობულობით, დაცვის სისტემებით და დამიწების კომპლექტით.

ძალოვანი ნაწილის სწორი მიერთება წარმოადგენს სანდოობის და უსაფრთხოების გარანტიას. დიზელ გენერატრის ელექტროობის მონტაჟის შემდეგ, აუცილებელია ტექსტირება როგორც აგრეგატის, აგრეთვე ყველა ელექტრო კაბელის, დამიწების კონტურისა და დაცვის სისტემებისა.

გახსოვდეთ! რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საჭირო აგრეგატის შეძენა, არამედ სანდო და კვალიფიციური სამონტაჟო მომსახურეობა განაპირობებს დიზელ გენერატორის უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს და ენერგიის წარმოქმნას!

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სტატიაში აღწერილი საკითხები, თვალი ადევნეთ ჩვენს ბლოგს და მიიღეთ სანდო ინფორმაცია პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე ყველა მნიშვენლოვან საკითხზე!

დიდი მადლობა ყურადღებისათვის!

გისურვებთ წარმატებას!

გააკეთეთ სწორი არჩევანი!

კომპანია გლობალ ენერჯის ადმინისტრაცია

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

შეტყობინების დატოვება

რას ამბობენ კლიენტები